Featured

განმარტოვება,როგორც საჭიროება.თითიოეულ ჩვენგანს გვინდა დღის რაღაც მონაკვეთი გავატაროთ საკუთარ თავთან ერთად.აუცილებლობის კუთხით ალბათ ღამით მაინც უნდა ვრჩებოდეთ ჩვენ ფიქრებთან ერთად,ღამის სიჩუმის ხმაურთან ერთად.მეზობელი ოთახის მიუღებელი გადაცემების ხმის,ხველების,უნიტაზის ჩარეცხვის ხმის,ლუკმაობის ხმის,ფეხების ფრატუნის,ხვრინვის,ძმის ღამეული ბოდვის გარეშე.მხოლოდ ეზოს ხმაური,მხოლოდ ფიქრთა ხმაური და შენზე მოგორებული ძაღლის სიმძიმე,რომელიც ერთი დიდი სიყვარულისეული დათმობაა და პირადი სივრცის გაზიარება,ანუ ჩემეული დიდსულოვნება.

გაზაფხულის თბილი ჰაერი,ახალი გარეცხილი თეთრეულის სუნი და დგომა,ან უფრო წოლა,ახალდაბანილი შენივე თმა და უთმოთ დატოვებული შენივე ძაღლი.

ვიხსენებ  როგორ ჭორაობდნენ დღისით ‘ბიბლიოთეკარი ქალები’,მარად მკაცრნი და დისციპლინარულები.ვიჯექი სამკითხველო დარბაზში და ვისმენდი კატეგორიულ მიგნებებს – სად უნდა შევიძინოთ ახალი კარტოფილი ?! სად და ‘ნავთლუხის ბაზარში’ ! ვიჯექი და დროის გასაყვანად ვკითხულობდი,მანამდე კი წიგნი ვიკითხე რაც ‘გამოცდისთვის’ მჭირდებოდა,ქალებმა ერთმანეთს ღიმილით გადახედეს,მერე მე გადმომხედეს ეჭვნარევი ირონიით..ისე დაემთხვა რომ ორი წლის მანძილზე თითქოს განზრახ ვარჩევ რა წიგნი არ აქვთ და მერე შევდივარ დროის გასაყვანი კითხვებით..ამ დამთხვევაზე რომ დავფიქრდი ვიეჭვე მართლა ხო არ ვიგონებ რამესთქო,მაგრამ მგონი არ უნდა ვიგონებდე.

არამგონია ვინმეს ბრალი იყოს რომ დღეს მეზარება ყველა ზედმეტი ხმა,მეზარება ისიც რომ მეზარება..ვიოცნებებ არარსებულ ოთახზე,აივანზე,ჰაერზე,სიჩუმეზე,სიბნელეზე

და მშიდად მოსულ ძილზე.

 

 

 

?Stay

?Stay

დღეს შევთანმხდით და ვიქნებით ჩუმათ,ჩუმად არვინ გაგვიგებს.
ახალი ? ახალი უნდა თქვა,შენი უნდა მოიგონო და გააკვირვო ვინმე. მე სიახლეების ნაკლებად მჯერა,მოგონება კი შესაძლებელია,გაკვირვება თანმდევია.არ ვიცი ეს სახეები,ეს ადგილები,ეს ჟღერადობა – დაიტევს იმას,რასაც ჩემში ვერ ვათავსებ? ამ ბედნიერებაზე ვლაპარაკობ, რომელსაც არ ჭირდება ლაპრაკი. დანაკლისი,ერთი წვეთი დანაკლისი,სენტიმენტალური და ემოციური..მე ადრე გამოვიგონე სხვებზე უკეთესი ადამიანი,მიყვარდა,მთელი სხეულით მიზიდავდა და გამქრალ გარემოებებთან ერთად ჩვენ შესანიშნავები ვიყავით.მოკაშკაშე ეპიზოდებია,საოცნებო ემოციები..
ეს უპირობო სურვილი მყოლოდა გვერძე უინტერესოდ შეიმოსა და ეპიზოდი ფინალზე გაწვა პირდაპირ.

და აი კიდევ ერთხელ დავიჯერე,რომ ვარ

ვიცი არაა საჭირო,მაგრამ მოვყვები.ადამიანების განცდები მოდიან და მიყვებიან თავიანთ ფერებზე,ვიზიარებ და ვიღიმი,მჯერა და შევიგრძნობ მათ ნაწილებს..და თუ გვერდით,ან ახლოს,უკვე შეხებით –  მე მარტოობას ვითხოვ.მე დარჩენა მინდა და ესმით ჩემი,მე არ მესმის.
ამ მუდმივი ზღვარის ყურება რთულია,ამ ზღვარზე გადაბიჯება მეზარება,არ ვიცი რა მოყვება,ვერ ვინტერესდები.
და ამ ყველაფერთან გაჩნდა სიახლოვე,გაჩნდა უფიქრალობა,ყოფნის და შეხების სურვილი.დაიბადა სიმარტივე და კმაყოფილება..და მანამდე წარმოდგენილ სიკაშკაშეს უთხრა,რომ კაშკაში ესეთია..
ეს არსებობს,ორმხრივად,რადგან მარტო ასეთ ემოციებს ვერ შევქმნიდი..იქნება გადაკვეთა და დაჯერება ან გაქრობა.
იქნებ არ გაქრე

ისმინე შვების მძებნელო

ისმინე შვების მძებნელო

მოლოდინი მაქვს საკუთარი თავის,რაღაც აზრები უნდა დაგროვილიყო.სათქმელი ბევრი არაფერია,როგორც ყოველთვის.

ეპიზოდი:პასუხებამდე

პასუხებამდე გვგონია ამბავი მეტად საინტერესო.ამას განვლილ შემთხვევებზე დაყრდნობით ვამბობ.ჯერ იყო და დაუშვებელი ქმედების ხიბლით ბევრი უბრალო მოვლენა ბრალიანად შევფუთე.ვწურე,ვპრესე,ცუდი საქციელის გარდა ვერაფერი მივიღე,საკუთარ თავთან უთანხმოებამდე მივედი და მარტივად გასახსენებელი უგნური ნააზრევია ეხლა.მაგრამ იმ პერიოდში ვეკიდე თავდაყირა..რთულია დავიჯეროთ,რომ ადამიანურია ყველა ქმედება.ვნება,ჟინი,ტყუილი,ღალატი,ეჭვი..ესეც ჩვენშია?ზოგჯერ დაუკითხავად ავლენს თავს,ზოგჯერ გვერევა და გვანახებს სინამდვილეში რამდენად დიდია ჩვენი შესაძლებლობები.რაზე ვართ წამსვლელები..მაგრამ იქ წასულებს სიმშვიდე გვჭირდება.ჩემი აზრით,საკუთარ თავთან სიმშვიდე – ეს არის საზომი.ვნებათაღელვას აყოლილი თუ გადადგამ ნაბიჯს,რომელსაც შენ თავში ვერ ხედავდი სიმშვიდეს დაკარგავ,ან უნდა დაკარგო..სასურველია დაკარგო.შეცდომებიც ჩვენი ნაწილია და არ ღირს თავის დასჯა..პასუხებამდე უფრო რთული და საინტერესო ჩანს ფინალი.მაინც ფინალი და პასუხი იქ იქნება,სადაც გადაწყვეტ.ზოგიერთი ამბავი ხანმოკლეა,ერთ ტალღად მოგავლენს ღელვას,ერთხელ გადაუვლის შენი ნაპირის კენჭებს და წარსულის ამბებთან რჩება.გაურკვევლობისას,მოლოდინისას ამას ვის დააჯერებ?
საკუთარ თავზე შეყვარებულს მიხარია ამ ამბის გმირი რო არ ვარ.უფრო სწორად,მთავარი გმირი არ ვარ.ისიც სასიხარულოა რო რაღაცეებმა,კაცმა არ იცის რამ ისე დამღალა არაფერი არ მინდა.ვიცი მინდა ისინი დალაგდნენ,მე ჩართული ვარ,მაგრამ ვერაფერს გადავწყვეტ.
იმედი მაქვს მნიშვნელოვანია ყველასთვის რომ ამბები შეძლებისდაგვარად მისაღები იყოს და უმტკივნეულო.მე ეგრე მომწონს,მოსაწყენი ქალი ვარ.
სასაცილო ისაა,რო ჩემი ამბავი,იმის და თქვენი..ვცვლით და ვამთხვევთ ისტორიებს,მაგრამ ერთი ნაკრები გვაქვს გამოწერილი.დანაკლისის პერიოდია,თქვენ ლამაზ სახეებს,თვითდაჯერებას და თავგადასავლებს მაინც დანაკლისი ახლავს..მეც თამამი აზრები მაქვს,მარა რა უჭირს მექნება აქ

 

დილას

დილას

უპირობო ჰარმონია
თითქოს ეს ის ნაწილია,რომელსაც უთუოდ შევერწყმებით.
მანამდე შევხვდებით ერთმანეთს,გავიცნობთ,გავცვლით ემოციებს,მივიღებთ ძალებს.
მანამდე დაგვტოვებს საყვარელი კაცი,მანამდე შევიყვარებთ ბიჭებს,ბიჭებს რომლთა სახეც უცნობია.მანამდე გვეყვარება სანამ დავინახავთ.რთულია გიყვარდეს,როცა იცნობ.
მანამდე შევეგუებით ფაქტს,რომ უნდა დავკარგოთ საყვარელი ადამიანები.უნდა შევეგუოთ,რომ ჩვენც დავკარგავთ ჩვენ თავს,ხშირად სულიერად და შემდეგ ხორციელადაც.მანამდე ვიფიქრებთ სამყაროს შექმნაზე,კანონზომიარებაზე.მანამდე დავსვამთ კითხვებს – ღმერთმა შეგვქმნა?ჩვენ შევქმენით? და მაინც ადამიანი,ცხოველური ინსტიქტებით სავსე,თვითგადარჩენის ძალით გაბერილი ადამიანისთვის დიდი ღირსებაა ქმნიდეს და წამდეს მსგავსი ჰარმონიული ენერგიის.
მანამდე შევჭამთ აკრძალულ ნაყოფს,ეს არის ზრდასრულობაც..ბავშვები კი ირბენენ ტიტლიკანები,ან იწვებიან პამპერსს გაინიავებენ და ყველაზე სპეტაკი ციმციმა თვალებით სიყვარულს გვაჩუქებენ.
მანამდე ზოგადსაკაცობრიო,დიადი პრობლემების გადაჭრა გვენდომება,ეს ახალგაზრდობაა და მისი ენერგია.
ამდენი ჩიხის მიუხედავად ეს სიყვარულია,ცხოვრების სიყვარული,მიუხედავად იმისა,რომ გვტოვებენ,გვივიწყებენ,ვივიწყებთ,როცა მთელი არსებით საჭიროებას ვგრძნობდით.ცხოვრების სიყვარული ყოველგვარი ლოგიკის გარეშე,ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
დილის მზისგან ნაჩუქარი სხივები,ოქროსფერი ბედნიერებები.შიგნით გაფანტული ფერები-ეს შეგრძნებები თქვენ თავს მახსენებს,ცხოვრებას და ჩემ არსებობას
და მაინც მგონია რომ ყველა ადამიანი,ვინც ერთი წუთი იყო ჩემთან ბოლოს გამიშვა თვითონ,თან მგონია,რომ ყველას ჯერა რომ მე უდიდესი სიყვარული შემიძლია და ისინი მიყვარდნენ,შეიძლება ისინი ეხლაც მიყვარს მათი აზრით.ეს მომწონს,კარგი შეგრძნებაა ვიღაცას ჯეროდეს რომ შენთვის მნიშვნელოვანია.მგონია,რომ მოწონს ხალხს როცა იციან რომ მჭირდებიან და მიყვარს ისინი.
როცა ვიღიმი და სიყვარულით ვმოქმედებ სწორ სახეში მაინც ვატყობ ძვირფასებს ჩუმ კმაყოფილებას.არ ვიცი ჩემი გამოცნობის ნიჭია თუ უზადო სურვილი,მაგრამ ასეა.
ძალიან ცოტა რო გყოფნის,იმიტომ რომ ესაა ეხლა და აქ

?? – Mutual desire – ??

?? –  Mutual desire – ??
მწერალი,არა საზოგადო გაგებით,უნდა ამბობდეს იმას,რაც თითოეული ჩვენგანის სულის ხმაა. როცა გვიანობამდე გვძინავს,თან ხშირად,ვიღვიძებთ ცუდი განწყობით.ვფიქრობთ გამოვაკლდით დიდ ამბებს,ვგრძნობთ სინანულს,უსარგებლობას.. ცხოველებზე თუ ვისაუბრებთ,გავიხსენებთ ძაღლებს,ერთგულებს,ლამაზებს.ენიმალ პლანეტიდან ბბსიზე თუ გადავრთავთ აღმოვაჩენთ აფთრების რიტუალებს,პინგვინების გამოკვების სცენებს,თვითგადარჩენას და თანაცხოვრებას.თუ წარმოვიდგენთ მოშინაურებულ ცხოველებს ჩვენ გვერდით,ისეთივე მოსიყვარულეებსა და ერთგულებს,როგორიც ძაღლები ან კატები არიან..სულ სხვა ხასიათით,სხვა ქცევებით. თუ საზღვრებზე გადავერთვებით გავიგებთ,რომ ზოგიერთს ჭირდება ხედავდეს,რომ გრძნობდეს.ჭირდებათ დასტური,საბუთი რომ მიენდონ. ამ ყველაფერს ხალხი ყვება,მომწონს ეს ხალხი,ვინც მიყვება ამბებს,რომლებიც მამახსოვრდება. მე ვფიქრობ,რომ რეალური კავშირი საშიშია.მე მგონია,რომ ხალხის უმეტეს ნაწილს აშინებს ის ადამიანები,რომლებიც გამოხატავენ თავის ფიქრებს,გამოხატავენ ისე,როგორც გრძნობენ.მოქმედებენ ისე,როგორც უნდათ,მიყვებიან უხილავ განცდებს,შინაგან საჭიროებებს.. აქედან ყველას გაქცევა ურჩევნია,დისტანცია.. 2005 წელს აკეთებდით იმას,რაც მე ეხლა მომწონს. მე მაშინ მართლა არ მომწონდა,არ ვიცოდი და არ მესმოდა. მე ძალიან ცოტა რამის გაგება შემიძლია,მაგრამ რაც მესმის და რისი კეთებაც მინდა სრულ გამოხატვას საჭიროებს. შეიძლება სისულელე იყოს დაიხარჯო ყველა სულიერ და უსულო,ხილულ და უხილავ ვიღაც-რაღაცაზე.მაგრამ იგივეა დამიჯერეთ იგივეა..დაფიქრებას,ნებისმიერ რამეზე დაფიქრებას – იმ აზრის სიახლოვეს მიყავხარ. დაიტოვებთ თქვენთვის ან გაუზიარებთ მათ ვისგანაც რაღაცას მოელით

საკუთარი თავის მნიშვნელობაში დასარწმუნებლად ვმოქმედებთ ესე.ეს არის ექსპერიმენტები,ქიმიურად გამოწვეული რეალური მდგომარეობები.
საკუთარი სხეულის არსებობის დასაჯერებლად გვჭირდება ეს ურთიერთობებიც.
შენი თავით თუ დაინტერესდი მერე ვეღარ მოწყდები,მერე საერთოდ ვეღარ გაიგებ როგორ ცხოვრობენ პოლიტიკოსები,მსგავსნი,მათნაირნი.
ვეღარ გაიგებ,ან გაიგებ და ისევ შენ თავს მოუბრუნდები..
ეიი,მე როგორ უნდა ვიცხოვრო,მე სად უნდა ვიპოვო ძალები,სად ამოვაფრქვიო ემოციები.
სწორი ქმედება არ გამომდის,მარტო ვკითხულობდი და რაღაცეებს ჩავდიოდი.ეხლა ფიზიკურად დაცემამდე მიმყავს თავი და ამის ფონზეც დაიწყო ფიქრები.თავს არ მანებებენ და არაფერი ყოფნით,არაფერი მოწონთ საკმარისად.
ვინც მომწონს ყველასგან დახმარებას ვითხოვ,როგორ იცით?ყოველი ახალი ადამიანი ახალ სუფთა ძალას ბადებს ჩემში,შემიძლია სიყვარული,სითბო,თავდადებაც.ჩემებური თავდადება.როცა მე ეს მამოძრავებს და ადამიანებს უბრალოდ არ ჭირდებათ შენი ძალები,ადამიანები როცა თავისი ნაპოვნი გზით ცხოვრობენ..მე დისტანციას ვიჭერ,მანძილს აღვიქვამ და ვშიშობ მაინც ვხდები შემაწუხებელი.ეს ყველაზე საშიში განცდაა.
წრე,აღმოჩენისა და დაკარგვის მიმოცვლა..ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება ჯერ კიდევ პროცესშია

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი – გრძნობათა სამყარო

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი – გრძნობათა სამყარო

იმ ღირებულებაზე ვისაუბროთ,რომელშიც ფასობს – ეხლა. არსებობს – ..მდე,მერე და ვგრძნობთ – ეხლა-ს. შესაძლებლობა არსებობდე და აღიქვამდე,შეიგრძნობდე და ითავისებდე.გარდამტეხი ნაბიჯი,რომელიც გაძლევს ფუფუნებას იყო ის,ვინც ხარ.გამოიკვლიო უმეტესი ნაწილი შენი ბედნიერებისა,შენი ტკბობის,შენი ემოციების.შეგიძლია გახადო სამყაროს ერთი მონაკეთი მთელ სამყაროდ,რადგან არ არსებობს ტერიტორია,რადგან არ აქვს მნიშვნელობა არაფერს..რადგან ყველაფერი ხარ შენ,რადგან ისე იქნება,როგორც შენ გინდა.
თუ ჟღერადობა გახდები,თუ ფერს მიენდობი და მიაკვლევ მის ყველა ფორმას,მიაკვლევ იმას,რაც შესაძლო არ არის.მაგრამ შენთვის ყველაფერი შესაძლოა,რადგან ასე გსურს.და იმიტომ,რომ შენ მარტო სიყვარული ხარ,შესაბამისად მარტო სიკეთეს ეძებ.
და ამ დალოცვილ ხალხს მართლა შეუძლიათ სიკაშკაშე მისცენ ფერებს,სიმკვეთრე ხმას,ჟრჟოლვა შეხებას.
და ეს ყველაფერი დაბრუნდა,თან მე დავაბრუნე.რატომ?მე გავაქრე.საოცრებაა და ეს ეიფორია თავის უმაღლეს წერტილს ჰპოვებს და მოგიყვებით ერთ ამბავს..
და მადლობა ზეციერებას,ზეციერების შვილებს,მადლობა თქვენს თვალებს,მადლობა თქვენს თითებს,მადლობა თქვენ შინაგან მუხტს,მადლობა თქვენს გარეგნულ ძალებს!
LOVE

Crucify your mind

Crucify your mind

(ესეთი დღეებიც არსებობს დედამიწაზე,ასეთი ანანოც არსებობს,არაპოეტური,არაპოზიტიური,ბრმა და ყრუ)

ემოციური ადამიანი

რას ნიშნავს ემოციური ადამიანი?უემოციო ადამიანი?
არა,ემოციები თითოეულ ჩვენგანშია.ეს მიგნება არაა,კარგით.ესეიგი,როცა ემოციები ბატონობენ შენზე..ეს რაღაც მეტია ვიდრე სიტყვა ‘ემოციური ადამიანი’.ნებისმიერი განწყობა იმდენად რეალურად ცოცხლდება ვფიქრობ ხოლმე,რომ ამ პერიოდის გარდა არაფერი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში.ცოტა ხნის წინ..არა ძალიან ცოტა ხნის წინ იყო და ამაზე არ ვილაპრაკებ.
ბავშვობაში სკოლის არდადეგების დაწყებისთანავე სოფელში გამგზავრებას ველოდებოდი,ვალაგებდი ტანსაცმელს ერთი თვით ადრე,ვერ ვიძინებდი ორი კვირით ადრე..შფოთი და ეიფორია!ეს დავხვეწე,აღარ გამოვხატავდი ამ პანიკას და მერე იმდენად შევეჩვიე დამალვას ვეღარც ვიგებ როდის მიხარი?ჰო,არ ვიცი.

ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ოდესღაც ვიყავი ისე,როგორც მინდა რო ვიყო ეხლა და მინდა დავიბრუნო.მერე ვუფიქრდები,აბა ანანო მითხარი რისი დაბრუნება გინდა,რა გქონდა და აღარ გაქვს?ჰოდა,არ ვიცი.
ეიფორიაში აღარ ვარ,სიყვარულის ნისლმაც მიატოვა თვალთახედვა,რა მინდა ? რის დაბრუნებას ვცდილობ და რატო არ შემიძლია მშვიდად ვიყო ?

გარემოების სრული გათავისება მაფიქრებინებს რომ ეს არ მთავრდება.რადგან ნადმვილია არ დამთავრდება?გამოცდილებით ვიცი,რომ დამთავრდება ჩაანაცვლებს პოვნა,ჩაანაცვლებს დაკარგვა და გაგრძელდება გზა.სადამდე?ვერ გეტყვით.

საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ ალბათ.არ ვიცი რა ვიღონო..

მომიტევეთ, რაღაცას მოვიფიქრებ
სულ მცირე
ამაზე იდიოტი აღარ ვიქნები